კავანიმ „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი შეათანხმა
კავანიმ „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი შეათანხმა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ედინსონ კავანი სულ მალე მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ  ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ „ტვიტერზე“ დაწერა.

ელოდებიან, რომ ურუგვაელი ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმებს სამწლიან კონტრაქტს მადრიდულ კლუბთან.

კავანის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში მის ანგარიშზეა 11 მატჩი და სამი გოლი.