კავანი მამარდაშვილის თამაშს დაესწრო - „მესტალია“ ახალ გმირს მიესალმა #1TVSPORT
კავანი მამარდაშვილის თამაშს დაესწრო - „მესტალია“ ახალ გმირს მიესალმა #1TVSPORT

ლა ლიგის მე-3 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასა“ და დიეგო სიმეონეს მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვედრამდე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა – „ვალენსიამ“ ედინსონ კავანის ტრანსფერი დაადასტურა.

მესტალიელებმა“ მატჩამდე დაიმატეს 35 წლის თავდამსხმელი, რომელიც გუნდს უდავოდ გააძლიერებს. „პალერმოს“, „ნაპოლისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი თავდამსხმელი, რომელიც ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა.

ურუგვაელ ვარსკვლავს მადრიდელთა წინააღმდეგ არ უთამაშია, მაგრამ სტადიონზე იმყოფებოდა და „ატლეტიკოსთან” მატჩამდე პრეზენტაცია მოუწყვეს, მის გამოჩენას კი „მესტალიაზე“ შეკრებილი გულშემატკივრები ოვაციებით მიესალმნენ.

კავანი ურუგვაის ნაკრებში 2008 წლიდან იწვევენ და მას შემდეგ ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 133 მატჩში 58 გოლის გატანა მოახერხა.