ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. “კლივლენდ კავალიერსმა” საკუთარ მოედანზე “ფილადელფიას” უმასპინძლა და მეტოქესთან 11 ქულის სხვაობით 97-108 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ კლივლენდელებმა შეხვედრაში ვერც ერთი პერიოდის მოგება ვერ შეძლეს. ფილადელფიელთა შორის ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯოელ ემბიდმა. კამერუნელმა 14 ქულა 14 მოხსნა და 6 პასი ჩაიწერა პირად აქტივში. ბენ სიმონსმა 18 ქულა ჩააგდო. 22 ქულა დააგროვა ჯეი ჯეი რედიკმა. “კავალიერსის” რიგებში საუკეთესო კვლავ ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 30 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. ლებრონის მერე ყველაზე მეტი, 13 ქულა გუნდის ახალწვეულის, ლარი ნენს ჯუნიორის ანგარიშზეა.
მაიამი – ლეიკერსი 113-131
საკრამენტო – ბრუკლინი 116-111 (ოვერტაიმი)
პორტლენდი – მინესოტა 108-99