კავაი ლეონარდმა გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე ითხოვა
კავაი ლეონარდმა გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე ითხოვა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სატრანსფერო სეზონის პირველი დღეები საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. გუნდები შეიცვალეს ენტონი დევისმა, კევინ დურანტმა, კაირი ირვინგმა და კემბა ვოკერმა. ამჟამად ყველაზე დიდ ინტერესს კავაი ლეონარდის საკითხი იწვევს.

მოქმედმა ჩემპიონმა და ფინალური სერიის „ემ ვი პიმ“ უნდა გადაწყვიტოს, სად გააგრძელებს კარიერას. სავარაუდო კანდიდატებად ლოს-ანჯელესის ორი გუნდი, „ლეიკერსი“ და „კლიპერსი“ განიხილებიან. არსებობს შანსი, რომ კავაი „ტორონტოში“ კიდევ ერთი წლით დარჩეს. ლეონარდის აგენტი იუწყება, რომ კავაიმ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე ითხოვა.