“სან ანტონიო სპურსის” ფორვარდი კავაი ლენარდი, დიდი ალბათობით, მიმდინარე პლეი-ოფში თავის გუნდს ვერ დაეხმარება. მიზეზი მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანებაა, – ამის შესახებ Yahoo Sports იტყობინება.
ლეონარდი აღდგენას ნიუ იორკში განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ კალათბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშებს 27 თებერვალს დაუბრუნდა, მაგრამ რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა. ერთი თვის წინ, “სან ანტონიოს” კალათბურთელებმა სპეციალური კრება ჩაატარეს, მაგრამ ვერ დაარწმუნეს ლეონარდი მოედანზე დაბრუნებაში.
“სან ანტონიოში” გატარებული შვიდი სეზონის განმავლობაში, კავაიმ 407 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 16.3 ქულა, 6.2 მოხსნა და 2.3 შედეგიანი პასი დააგროვა.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ “ლოს ანჯელეს კლიპერსია” დაინტერესებული ამ კალათბურთელის ხელში ჩაგდებით.