კავაი ლეონარდი გავრცელებული ინფორმაციით უკვე შეხვდა „ლეიკერსისა“ და „კლიპერსის“ ხელმძღვანელობას.
ჩემპიონმა გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში შესაძლოა სულაც დღეს მიიღოს. ამერიკული მედია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ კავაი ლეონარდი კერძო თვითმფრინავით ტორონტოს აეროპორტში ეშვება.
სავარაუდოდ, კავაი „რეპტორსთან“ შეხვედრას დღესვე გამართავს, რის შემდეგაც უკვე მიიღებს გადაწყვეტილებას, დარჩება „ტორონტოში“ თუ მომავალი სეზონიდან ახალი გუნდის მაისურით მოგვევლინება.