ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ “სან ანტონიო” სპურსის ლიდერი კავაი ლეონარდი პარკეტს სავარაუდოდ პარასკევს 16 მარტს დაუბრუნდება, სადაც “სპურსი” საკუთარ არენაზე “ნიუ ორლეან პელიკანსს” უმასპინძლებს. 26 წლის კალათბურთელმა მიმდინარე სეზონზე მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. უკანასკნელი მატჩი კავაიმ 13 იანვარს ჩაატარა, რის შემდეგაც თებერვალში ვარჯიში განაახლა, თუმცა მალევე კოჭის ტრავმა კვლავ გაუმიზეზდა. შეგახსნებთ, რომ “სან ანტონიოს” ტრავმების გამო ტონი პარკერი და მანუ ჯინობილიც ვერ ეხმარებიან. გრეგ პოპოვიჩის გუნდი 37 მოგებითა და 29 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება