კატარი 2022 | ლუის სუარესი - ფიფა ყოველთვის ჩვენ წინააღმდეგაა #1TVSPORT
ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა, ლუის სუარესმა განაცხადა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) მისი გუნდის წინააღმდეგ მოქმედებდა.
„ადამიანებმა ფიფა-სა და სამსაჯო კომიტეტში უნდა მოგვცენ ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე ნიშნავენ დაუჯერებელ 11-მეტრიანებს, ჩვენ კი დღეს ორი პენალტი არ დაგვინიშნეს.
თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ უნდა გვქონდეს რეაგირება ამ ნაკლზე. მატჩის შემდეგ საკუთარი შვილების ნახვა მინდოდა, მაგრამ ფიფა-ს წარმომადგენლებმა მითხრეს „არა“. ამ დროს კი საფრანგეთის ნაკრების მოთამაშე თავის შვილებთან ერთად სათადარიგოთა სკამზე იჯდა. როგორც ჩანს, ურუგვაის მეტი ძალაუფლება უნდა ჰქონდეს. ფიფა ყოველთვის ურუგვაის წინააღმდეგაა“, – განაცხადა სუარესმა.
ურუგვაის ნაკრებმა მესამე ტურში განას ნაკრების დამარცხების მიუხედავად, პლეი ოფში გასვლა ვერ შეძლო.