კატარი 2022 | პაულუ ბენტუმ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT
სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, პაულუ ბენტუმ მერვედფინალში ბრაზილიასთან (1:4) წაგების შემდეგ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.
პორტუგალიელი სპეციალისტის წასვლა არ უკავშირდება მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან დიდი ანგარიშით წაგებას. ბენტუს კონტრაქტი ამ წლის ბოლომდე იყო მოქმედი.
„სულ ახლახან გამოვუცხადე ფეხბურთელებსა და სამხრეთ კორეის ფედერაციის ხელმძღვანელობას და ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში მივიღე.
დღეს მე დავადასტურე ეს და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ყველას, გაწეული სამუშაოსთვის. მათ დიდი ძალისხმევა გაიღეს და მე ძალიან კმაყოფილი და ამაყი ვარ იმით, რომ მათი მენეჯერი ვიყავი“, – განაცხადა ბენტუმ.