მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალიდან გამოვარდნამ ძლიერი ემოციური დარტყმა მიაყენა ბრაზილიის ნაკრების ლიდერს, ნეიმარს.
ხორვატიასთან წაგების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა აღიარა, რომ ჯერ არ იცის, გააგრძელებს თუ არა თამაშს ეროვნულ გუნდში.
რამდენიმე დღის შემდეგ უცხოურ პრესაში დაიწერა ფეხბურთელის სავარაუდო გადაწყვეტილების შესახებ.
კერძოდ, ესპანური გამოცემის, Sport-ის ინფორმაციით, ნეიმარმა გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს სანაკრებო კარიერა. წყაროს ცნობით, ბრაზილიელს სურს, უახლოესი ორი წელი ფოკუსირებული იყოს საკლუბო კარიერაზე.