კატარი 2022 | მბაპე, ვინისიუსი, ფოდენი - მესი და კრიშტიანო ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა სიაში ვერ მოხვდნენ #1TVSPORT
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა. სამეულში ასევე შედიან ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია) და ფილ ფოდენი (ინგლისი).
ფრანგი ფეხბურთელის სატრანსფერო შეფასება 160 მილიონი ევროა, ვინისიუს ჟუნიორის — 120 მილიონი, ხოლო ფილ ფოდენის — 110.
აღსანიშნავია, რომ, ასაკის გამო, არგენტინის ნაკრების ლეგენდის, 35 წლის ლიონელ მესის შეფასება 50 მილიონამდე შემცირდა, ხოლო პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავის, 37 წლის კრიშტიანო რონალდოსი — 20 მილიონამდე. მათთან შედარებით, ჯერ კიდევ დაფასებულია 30 წლის ნეიმარი (80 მილიონი ევრო), მაგრამ სამეულს ბრაზილიელიც საგრძნობლად ჩამორჩება.
კატარი 2022. ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები:
კილიან მბაპე (საფრანგეთი) — 160 მილიონი ევრო
ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია) — 120 მილიონი ევრო
ფილ ფოდენი (ინგლისი) — 110 მილიონი ევრო
ჯამალ მუსიალა (გერმანია) — 100 მილიონი ევრო
ჯუდ ბელინგემი (ინგლისი) — 100 მილიონი ევრო
პედრი (ესპანეთი) — 100 მილიონი ევრო