კატარი 2022 | ლიონელ მესიმ დაადასტურა, რომ ფინალი მისი ბოლო მატჩი იქნება მსოფლიო ჩემპიონატებზე #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების ფორვარდმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი ბოლო იქნება მისთვის პლანეტის პირველობაზე.
„ბედნიერი ვარ, რომ ამის მიღწევა შევძელი. მე დავასრულებ გამოსვლას მსოფლიოს ჩემპიონატებზე მას შემდეგ, რაც ფინალში ჩემს ბოლო მატჩს ჩავატარებ“, – მოჰყავს მესის სიტყვები გამოცემა Ole-ს.
არგენტინის ნაკრების მეტოქე ფინალში მაროკოსა და საფრანგეთის ნახევარფინალში გაირკვევა. თუ მესი გადამწყვეტ მატჩს ითამაშებს, ეს იქნება მისთვის 26-ე შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე და ის ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება. დღეისთვის, არგენტინელი ამ რეკორდს (25 მატჩი) გერმანელ ლოთარ მათეუსთან იყოფს.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.