კატარი 2022 | კრიშტიანო რონალდომ უარი თქვა ნაკრების სათადარიგო მოთამაშეებთან ერთად ვარჯიშზე #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ უარი თქვა შვეიცარიასთან (6:1) მერვედფინალის შემდეგ გუნდის სათადარიგო მოთამაშეებთან ერთად ვარჯიშზე.
როგორც გაზეთი Daily Mail-ი წერს, რონალდომ მოითხოვა ვარჯიში პორტუგალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობასთან, რომელიც აღდგენით ვარჯიშებს ატარებდა სატრენაჟორო დარბაზში.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიასთან მატჩში 37 წლის რონალდო სათადარიგოთა სკამზე დარჩა და 73-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა მოედანზე.