კატარი 2022 | ბენზემა სრულად გამოჯანმრთელდა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს შეძლებდა #1TVSPORT
კატარი 2022 | ბენზემა სრულად გამოჯანმრთელდა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს შეძლებდა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა, ქარიმ ბენზემამ ტრავმა სრულად მოირჩინა, – დაწერა გაზეთმა Marca-მ.

ფრანგმა ფეხბურთელმა უკვე დაიწყო ვარჯიში მადრიდული კლუბის ძირითად ჯგუფთან.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ბენზემა შეყვანილი იყო საფრანგეთის ნაკრების განაცხადში მსოფლიოს 2022  წლის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, მაგრამ ტრავმის გამო დატოვა ეროვნული გუნდი და ესპანეთში დაბრუნდა.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ფორვარდი ვერ მოასწრებდა აღდგენას, ამიტომაც გადაწყვიტეს მისი კლუბში გაშვება. როგორც წყარო წერს, ბენზემას შეეძლო თამაში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მატჩებში.