კატალონიური მედია - „ბარსელონამ“ გამორიცხა ამ ზაფხულს ნეიმარის შეძენა
კატალონიური მედია - „ბარსელონამ“ გამორიცხა ამ ზაფხულს ნეიმარის შეძენა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი არ გადავა „ბარსელონაში“ წლევანდელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

„კატალუნია რადიოს“ (Catalunya Radio) ინფორმაციით, ესპანეთის ჩემპიონმა გამორიცხა ბრაზილიელის დაბრუნება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო. იტყობინებიან, რომ „ბარსელონა“ ვერ შეძლებს ფორვარდში 170 მილიონი ევროს გადახდას.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონადან“ „პსჟ“-ში 2017 წელს, 222 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან 22 მატჩში 18 გოლი და 10 შედეგიანი პასი დააგროვა. მისი კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2022 წლის ივნისში იწურება.