სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ცნობილი სამხრეთაფრიკელი მძლეოსნის კასტერ სემენიას აპელაცია. 800 მეტრზე სირბილში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი დისკრიმინაციად მიიჩნევს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ლიმიტირებული უნდა იყოს ქალ სპორტსმენებში მამაკაცთა ჰორმონების (ტესტოსტერონის) დონე.
„ამგვარი დისკრიმინაცია აუცილებელი და გონივრული საშუალებაა ჩვენი მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი მდგომარეობს ქალთა მძლეოსნობის ერთიანობის შენარჩუნებისთვის“, – წერია ფედერაციის განცხადებაში.
ახალი წესი შეეხებათ ქალ სპორტსმენებს, რომელთა ტესტოსტერონის დონე აჭარბებს დადგენილ ნორმას. მათ ამ დონის შემცირება მოუწევთ ჰორმონალური პრეპარატების მიღებით. სპორტსმენები, რომლებიც ამაზე უარს იტყვიან, მამაკაცთა ტურნირებში მონაწილეობის უფლებას მიიღებენ.
წესი ძალაში 2018 წლის პირველი ნოემბრიდან შევიდა, მაგრამ მათი გამოყენება გადაავადეს სემენიას სასამართლო პროცესის გამო.