კასტელო ლუკება „რეალისა“ და „ლივერპულის“ სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT
„ლაიპციგის“ ფეხბურთელის, კასტელო კულებას შეძენა ორ ევროპულ გარნდს, „სამეფო კლუბსა“ და „ლივერპულს“ სურს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ფრანგი გერმანულ კლუბს, დიდი ალბათობით, 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.
„ლაიპციგის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ფრანგმა (ყველა ტურნირზე) 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.
Transfermarkt კასტელო ლუკებას 40 მილიონ ევროდ აფასებს.