კასტელო - ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ „ექვს ერში“ მეტი გუნდის ადგილი არ არის
Maximitalia-ს ვებგვერდმა იტალიელ შუამარბთან, ტომასო კასტელოსთან, ინტერვიუ გამოაქვეყნა. სპორტსმენი საკმაოდ ვრცლად საუბრობს „ბორჯღალოსნებთან“ დაპირისპირებაზე და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „ექვს ერში“ საქართველოს ადგილი არაა.
„იტალიის ნაკრებზე საკმაოდ დიდი წნეხია, რადგან საქართველო „ექვსი ერის“ კარზე დიდი ხანია აკაკუნებს და მაღალი დონის რაგბის თამაშობს. ჩვენი დავალება მარტივია – ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ „ექვსი ერი“ „სავსეა“ და აქ მეტი გუნდის ადგილი არ არის. იტალია აქ წამყვანი მსახიობია. რაც შეეხება ავსტრალიას და ახალ ზელანდიას, ნაკრების განვითარებას უძლიერეს მეტოქეებთან თამაში სჭირდება.“ – განაცხადა კასტელომ.
შეგახსენებთ, რომ ფლორენციაში იტალიისა და საქართველოს დაპირისპირება 10 ნოემბერს, 18:00 საათზე, „არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება.