კასპში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა #1TVSPORT
კასპში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა #1TVSPORT

ქალაქ კასპის ახალ სპორტკომპლექსში, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის თაოსნობით, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრება 5 ივლისს დასრულდა.

ტურნირი ხუთ წონით კატეგორიაში ჩატარდა – 60, 70, 80, 90 და +90 კგ. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენლები.

გამარჯვებულები წონითი კატეგორიების მიხედვით:

60 კგ
ჯაბა პაპინაშვილი
დავით სიგუა
გიორგი ჯოჯიშვილი

70 კგ
იპოლიტე აქუბარდია
გიორგი ლურსმანაშვილი
გიგი მრელაშვილი

80 კგ
ლუკა წიკლაური
ერეკლე ოძელაშვილი
ზურაბ ჭიღლაძე

90 კგ
გიორგი კაციაშვილი
ბაქარ ერაშვილი
გიორგი გელაშვილი

+90 კგ — აბსოლუტური კატეგორია
საბა ინანეიშვილი
უჩა ტაბატაძე
ირაკლი დემეტრაშვილი

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა უმრავლესობა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრია.

ქართული ჭიდაობა იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.