კასპი 4-5 ივლისს ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს #1TVSPORT

14:10, 03.07.2025

4-5 ივლისს ქალაქ კასპის ახალ სპორტკომპლექსში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება. შეჯიბრებას ორგანიზებას ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია უწევს.

ტურნირი 60, 70, 80, 90 და +90 კგ წონით კატეგორიებში ორდღიანი ფორმატით ჩატარდება.

4 ივლისს ასპარეზობა +90 კგ წონით კატეგორიაში დაიწყება. 5 ივლისს ფალავნები დანარჩენ წონებში იჭიდავებენ. ტურნირის მთავარი მსაჯი გიორგი გაჩეჩილაძე იქნება.

მსგავსი