კაშიას ამერიკაში ყაზაიშვილი დახვდა - ქართველს დებიუტი "მანჩესტერთან" ექნება (ვიდეო)

გურამ კაშია ამერიკაშია და ფეხბურთელი “სან-ხოსეში” უკვე წარადგინეს. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი კალიფორნიულ კლუბში 37-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კაშიას კლუბის ოფისის თანამშრომლები გააცნეს, “ავაიას” სტადიონზე კი მას საქართველოს ნაკრებში პარტნიორთა, ვაკო ყაზაიშვილთან თბილი შეხვედრა ელოდა,

“მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებშია, გუნდს წინსვლაში რომ დავეხმარო” – ამბობს კაშია.

საქართველოს ნაკრების 31 წლის გამოცდილი ცენტრალური მცველი ამერიკულ გუნდში ივნისის დასაწყისში არნემის “ვიტესიდან” გადავიდა. მაგრამ ჯერ კალიფორნიელთა ფორმით ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია. “სან-ხოსეში” სადებიუტო თამაში “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ჩაატარებს – ჟოზე მოურინიოს გუნდი წინასასეზონო შეკრებას ამერიკაში გადის და “სან ხოსეს” ამხანაგურად 22 ივლისს დაუპირისპირდება. კაშიას ახალი გუნდი მეიჯორ ლიგის დასავლეთ კონფერენციაში ჯერ-ჯერობით ბოლო ადგილზეა.