კაშიამ „ლოკომოტივში“ ითამაშა - თბილისელები „კრასნოდართან“ ბრძოლაში დამარცხდნენ
კაშიამ „ლოკომოტივში“ ითამაშა - თბილისელები „კრასნოდართან“ ბრძოლაში დამარცხდნენ

თბილისის „ლოკომოტივმა“ ესპანურ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ ლიდერ „კრასნოდართან“ გამართა და დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში 2:3 დამარცხდა.

მე-14 წუთზე ქართველი მცველის შეცდომით რუსლან კამბოლოვმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა, ხოლო მე-16 წუთზე მაქსიმ კუტოვოიმ თბილისელთა კარი მეორედ აიღო. „ლოკომოტივმა“ სხვაობა ერთ წუთში შეამცირა. დავით სამურკასოვის გადაცემა ირაკლი სიხარულიძემ გოლით დააგვირგვინა 2:1. 34-ე წუთზე „კრასნოდარის“ ორბურთიანი უპირატესობა მაგომედ-შაპი სულეიმანოვმა საჯარიმო დარტყმით აღადგინა – 3:1 და ტაიმი ასეც დასრულდა.

ლოკომოტივმა“ მარბელას საფეხბურთო ცენტრში გამართულ მატჩში დიდი წინააღმდეგობა გაუწია „კრასნოდარს“, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი და წარმატებული კლუბია. ამ დროს თბილისელთა რიგებში საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გამოჩნდა, რომელიც „ლოკომოტივში“ ემზადება.

თბილისელებმა მეორე ტაიმში არაერთი მწვავე მომენტი შექმნეს – ბექა დარცმელიამ, თემურ შონიამ, სანდრო ანდრონიკაშვილმა, შეტევაში ჩართულმა გურამ კაშიამ, მაგრამ გატანა მხოლოდ 69-ე წუთზე მოახერხეს – მამია გავაშელიშვილის გადაცემით თემურ შონიამ ისარგებლა, მეკარეს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქისრა – 2:3.

„კრასნოდარი“ – „ლოკომოტივი“ 3:2

გოლები: 1:0 კამბოლოვი (14), 2:0 კუტოვოი (16), 2:1 სიხარულიძე (17), 3:1 სულეიმანოვი (34), 3:2 შონია (69)

„ლოკომოტივი“: მამარდაშვილი – გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა – შონია, დარცმელია – თ. კირკიტაძე, სამურკასოვი, კახაბრიშვილი – სიხარულიძე.

შეცვლაზე: თევდორაძე, კაშია, იაკობიძე, გავაშელიშვილი, ანდრონიკაშვილი.

ამ მატჩით რუსულმა კლუბმა დაასრულა სეზონისთვის მზადება, რომელსაც 18 თებერვალს, ევროპის ლიგის 1/16 ფინალში ზაგრების „დინამოსთან“ საშინაო მატჩით გახსნის. „ლოკომოტივი“ კი ესპანეთში რჩება და კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს.