კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონს გაუტანა
კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონს გაუტანა

ჰოლანდიის ჩემპიონატის 23-ე ტურში „ვიტესმა“ საკუთარ მოედანზე დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი „ფეიენოორდი“ – 3:1.

მასპინძელთა რიგებში დუბლი ფორვარდმა ბრიან ლინსენმა შეასრულა. კიდევ ერთი გოლი საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ გაიტანა. 43-ე წუთზე სწორედ მან გაათანაბრა ანგარიში.

კაშიასთვის ეს იყო მესამე გოლი მიმდინარე სეზონში.

„ვიტესი“ მეშვიდე ადგილზეა 37 ქულით.