კაშიამ გამარჯვების გოლი გაიტანა [ვიდეო]

ჰოლანდიის ერედივიზიონში ევროპის ლიგის პლეი ოფის ფინალის პირველ მატჩში “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა “უტრეხტი“.

მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა ორჯერ გაათანაბრეს – მეორედ 86-ე წუთზე, მაგრამ დარჩენილ დროში “ვიტესის” ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ გამარჯვების გოლი გაიტანა და არნემულ კლუბს მოაგებინა.

განმეორებითი მატჩი 19 მაისს “უტრეხტის” სტადიონზე გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი 2018-19 წლების სეზონში ევროპის ლიგაზე ითამაშებს.