კაშიამ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა - „სელტიკმა“ „სლოვანი“ დაამარცხა, აზაროვის „შახტარი“ „ბოლონიას“ დაუზავდა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“ „ბოლონიას“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ დაასრულა – 0:0.
პირველ ტურში უკრაინული გუნდი „ბოლონიას“ იტალიაში ესტუმრა და მე-4 წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ გეორგი სუდაკოვმა პენალტი ვერ გამოიყენა. აზაროვი სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია.
გურამ კაშიამ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე კარიერაში პირველად ითამაშა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 37 წლის ასაკში სადებიუტო თამაში გლაზგოში, „სელტიკის“ წინააღმდეგ ჩაატარა. „სლოვანი“ 1:5 დამარცხდა. ქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
შოტლანდიელებმა ანგარიში მე-17 წუთზე ლაიამ სკეილსის ზუსტი დარტყმით გახსნეს, 47-ე წუთზე იაპონელმა თავდამსხმელმა, კიოგო ფურუჰაშიმ „სელტიკის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, მალე კი არნე ენგელსმა (55) პენალტი გამოიყენა. სლოვაკეთის ჩემპიონმა მოახერხა და სხვაობა შეამცირა – „სელტიკს“ „სლოვანის“ ავსტრიელმა ლეგიონერმა კევინ ვიმერმა (61) გაუტანა. მაგრამ შოტლანდიელების სამბურთიანი უპირატესობა მეორე იაპინელმა ლეგიონერმა დაიზენ მაედამ (70) აღადგინა, ხოლო საბოლოო ანგარიში ადამ იდაჰიმ (87) დააფიქსირა.
19 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერის გუნდი ჩაერთვება – გრაცის „შტურმი“, სადაც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, საფრანგეთში „ბრესტს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.