კაშია ტურში გამოარჩიეს, კვარაცხელია - მარტის მატჩებში, შესარჩევის სიმბოლურში ორი ქართველია #1TVSPORT
ცნობილმა საერთაშორისო სტატისტიკურმა გვერდმა Whoscored.com-მა მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის ზონის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ყველა ჯგუფის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
მესამე ტურის შემდეგ, რომელშიც საქართველო შესარჩევ „ბ“ ჯგუფში საბერძნეთს 1:1 დაუზავდა, ხოლო ესპანეთთან შინ კოსოვო 3:1 დაამარცხა, ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრებიდან გურამ კაშია მოხვდა. 10-ბალიან სისტემაში საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა 6,8 ქულა მიიღო და დაცვის ცენტრში ესპანეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ უკანახაზელ ერიკ გარსიასთან ერთად დაასახელეს, რომელმაც ასევე 6,8 ქულა მიიღო.
უცნაური კი არის, რომ „ბ“ ჯგუფის მე-3 ტურის სიმბოლურ ნაკრებში არ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საბერძნეთთან მატჩის ბედი გადაწყვიტა. მას 8,1 შეფასება დაუწერეს და ესპანეთის ნაკრებისა და „ლაიპციგის“ შემტევს, დანი ოლმოს ჩამორჩა (8,4). მაგრამ განვლილი სამი ტურის საშუალო შეფასებებით, კვარაცხელია ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებშია საშუალო შეფასებით – 7,78 ქულა.
აღსანიშნავია, რომ 5-გუნდიანი ჯგუფიდან განვლილი 3 ტურის სიმბოლურში მხოლოდ შვედეთის (7 ფეხბურთელი), ესპანეთის (3) და საქართველოს (1) მოთამაშეები მოხვდნენ, ხოლო საბერძნეთიდან და კოსოვოდან – არც ერთი.