კაშია, კანკავა და ჩაკვეტაძე სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
ქართული სამეულის „სლოვანმა“ „ფორტუნა ლიგაში“ „ბანსკა ბისტრიცასთან“ მატჩი 2:1 მოიგო და სლოვაკეთის ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა.
წინა ტურში „დუნაისკა სტრედასთან“ სტუმრად მოგებით „სლოვანმა“ კონკურენტს ხუთი ქულით გადაასწრო და დარჩენილ ორ ტურში ჩემპიონობის მოსაპოვებლად ქულაც ჰყოფნიდა. ვლადიმირ ვაისმა „ბანსკა ბისტრიცასთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე (72 წუთი ითამაშა) დააყენა, გურამ კაშიამ მატჩი ჭარბი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.
„სლოვანმა“ თამაში კარგად დაიწყო და ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა – ლუკას ლოვატის ფლანგური გადაცემის შემდეგ ალექსანდრ ჩავრიჩმა მცველს დაასწრო და ეფექტური დარტყმით ბრატისლაველები დააწინაურა. შესვენების შემდეგ „სლოვანმა“ პენალტი მოიპოვა, რომელიც ჩავრიჩმა უნაკლოდ შეასრულა, დუბლი შეასრულა და ბრატისლაველებს სასურველ ქულებთან ერთად ჩემპიონის ტიტულიც მოუტანა.
ბრატისლავას „სლოვანმა“ 69 ქულა დააგროვა, ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, კონკურენტ „დუნაისკა სტრედასთვის“ (64) მიუწვდომელი აღმოჩნდა და ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ გახდა. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე სლოვაკეთის ჩემპიონის ოქროს მედალს პირველად მიიღებს.