სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი გურამ კაშია და თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ესტუმრნენ.
ნიკა ჭანტურიასთან ერთად, ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში „ლოკომოტივის“ კიდევ ხუთი წევრი, გუნდის კაპიტანი დავით უბილავა, რევაზ თევდორაძე, თემურ შონია, მამია გავაშელიშვილი და ჯონ ოლურემი იმყოფებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორი ზურაბ სამარღანიშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.
სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე, გურამ კაშიამ და ნიკა ჭანტურიამ ბულინგის მნიშვნელობასა და სკოლებში ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ლოკომოტივის” ვიცე-კაპიტნებმა ასევე ილაპარაკეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობზე და დისკრიმინაციისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე.
ბოლოს სტუმრებმა მოსწავლეებთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს – მატჩი ამხანაგური ანგარიშით, 4:4 დასრულდა. თამაშის შემდეგ, მოსწავლეებმა გურამ კაშიასთან და “ლოკომოტივის” ფეხბურთელებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.