თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე კარტოზია-ბალავაძის ტურნირზე, ქართველ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის რამდენიმე ფინალისტი გამოვლინდა.
61 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ბექა ლომთაძემ აზერბაიჯანელი პავრიზ იბრაგიმოვი დაამარცხა და ფინალში ხვალ სევ აზერბაიჯანელ სპორტსმენს, აჰმედნაბი გვარზატილოვს შეხვდება.
ფინალში გავიდნენ ასევე კონსტანტინე ხაბალაშვილი (70 კგ), რომელმაც ნახევარფინალში თავისი თანამემამულე მირზა სულუხია დაამარცხა, ზურაბ ერბოწონაშვილი (79 კგ), რომელმაც ასევე ქართველ ტარიელ გაფრინდაშვილს მოუგო და ირაკლი მწითური (92 კგ), რომელმაც ბექა ნადაშვილი დაამარცხა.
ფინალში ხაბალაშვილი ირანელ იონეს ემამიჩოგაეის დაეჭიდება, ერბოწონაშვილი – ასევე ირანელ ბაჰმან ტეიმოურის, ხოლო მწითური – აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვს.