კაროლინ ვოზნიაცკიმ ამერიკელ კალათბურთელზე იქორწინა
კაროლინ ვოზნიაცკიმ ამერიკელ კალათბურთელზე იქორწინა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ ოფიციალურად დააკანონა ურთიერთობა NBA-ის ყოფილ კალათბურთელ დევიდ ლისთან. საქორწინო ცერემონია ტოსკანას ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა.

ცერემონიას 120 სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის, სერენა უილიამსი მეუღლესთან ერთად (ამერიკელი ჩოგბურთელი პატარძლის მეჯვარე იყო), გერმანელი ჩოგბურთელი ანჟელიკ კერბერი, კალათბურთელები – პაუ გასოლი და ჰარისონ ბარნსი.

ვოზნიაცკიმ და ლიმ ერთმანეთი სამწლინახევრის წინ გაიცნეს, 2017 წლის ნოემბერში კი დაინიშნენ – მას შემდეგ, რაც დანიელმა ჩოგბურთელმა წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო.