ერთწლიანი პაუზის შემდეგ კარმელო ენტონი მოედანს დაუბრუნდა, თუმცა „მელო“ ჯერჯერობით ფორმაში აშკარად არ არის.
„ნიუ ორლეანთან“ წაგებულ მატჩში (115-104) მან 23:37 წუთი გაატარა პარკეტზე და ამ დროის მანძილზე 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 ბლოკი დააგროვა. უარყოფითი აქ არა კარმელოს ქულათა რაოდენიბის სტატისტიკაა, არამედ სროლების მაჩვენებელია. 14-დან მხოლოდ 4 ჩაგდებული ბურთი. ენტონის სარგებლოანობის კოეფიციენტი -20 გახლდათ – ყველაზე ცუდი იმ კალათბურთელებს შორის, რომლებმაც ამ შეხვედრაში ითამაშეს.