დუეინ ვეიდი NBA-ში ბოლო სეზონს ატარებს. „მაიამი ჰიტი“ თავის 37 წლის ვეტერანთან ერთად, დღეს ნიუ იორკში, „მედისონ სქუერ გარდენში“ „ნიქსს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 97:106 სძლია. ნიუ იორკული გუნდის ყოფილი კალათბურთელი, კარმელო ენტონი „მაიამისთან“ მატჩს დაესწრო. გულშემატკივარი მას ოვაციებით შეხვდა.
კარმელოს ამჟამად საკმაოდ რთული პერიოდი აქვს. სპორტსმენი სავარაუდოდ „ჩიკაგოში“ თავისუფალი აგენტი სტატუსის მოპოვებამდე ითამაშებს. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა „მელო“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერის გაგრძელებას.