კარლსენმა და კარუანამ მეხუთე ყაიმი ითამაშეს
კარლსენმა და კარუანამ მეხუთე ყაიმი ითამაშეს

ლონდონში გაგრძელდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი ჭადრაკში მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენსა და პრეტენდენტ ფაბიანო კარუანას შორის. გაიმართა მეხუთე პარტია და დაფიქსირდა მეხუთე ყაიმი.
თეთრი ფიგურებით ამერიკელი დიდოსტატი თამაშობდა. პარტიამ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და საბოლოოდ, მეტოქეები 33-ე სვლაზე ყაიმზე შეთანხმნენ.

შეგახსენებთ, რომ წინა ოთხი პარტიაც ყაიმით დასრულდა და მატჩში ანგარიშია – 2.5:2.5. მეექვსე პარტია პარასკევს გაიმართება. თეთრი ფიგურებით კარლსენი ითამაშებს.

მატჩი კლასიკური ფორმატის 12 პარტიისგან შედგება. ჩემპიონი გახდება ის მოჭადრაკე, რომელიც პირველი დააგროვებს 6.5 ქულას. ფრის შემთხვევაში, დაინიშნება ტაი-ბრეიკი.