აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ცნობილი მებრძოლი კარლოს კონდიტი შესაძლოა ოქტაგონს მიმდინარე წელს დაუბრუნდეს. მისი მწვრთნელი ბრენდონ გიბსონი ამაში დარწმუნებულია.
კონდიტმა უკანასკნელი ბრძოლა UFC-ის ოქტაგონზე 2018 წლის დეკემბერში გამართა და მაიკლ კიეზასთან დამარცხდა. კარლოსის დაბრუნება 2019 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ტრავმის გამო მან ბრძოლის ჩატარება ვერ შეძლო.
ბრენდონ გიბსონმა MMAJUNKIE-სთან მიცემულ ინტერვიუში კონდიტის შესაძლოა დაბრუნებაზე ისაუბრა.
„კარლოს ძალიან კარგ ფორმაში შედის. ის აგრძელებს რეაბილიტაციის პროცესს და ვარჯიშს. მე ვიცი, რომ მას ბრძოლის ჩატარება 2020 წელს სურს. კარლოსი მზადაა კონტრაქტს ხელი მოაწეროს. როგორც ჩემთვის ცნობილია UFC-იმ მას დაპირისპირების გამართვა ზაფხულის ბოლოს შესთავაზა.”
როგორც ცნობილია კონდიტთან ბრძოლის სურვილი ვეტერანმა მეტ ბრაუნმა გამოთქვა.