კარლოს კონდიტმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ზედიზედ მეორე ბრძოლა მოიგო - ამ და სხვა დაპირისპირების შედეგები
მცირეხნიანი პაუზის შემდეგ აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე გუშინ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი განახლდა. UFC Fight Island 7-ზე მთავარი ბრძოლა მაქს ჰოლოვეისა და კელვინ კატარს შორის შედგა და ჰავაელი ექსჩემპიონის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
პრომოუშენში დაბრუნების შემდეგ ზედიზედ მეორე მოგება ჩაიწერა პირად აქტივში კარლოს კონდიტმა, რომელმაც მეტ ბრაუნი მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა (30-27, 30-27 და 30-27).
ლი ჯინგლიანგმა სანტიაგო პონზინიბიოს პირველივე რაუნდში ნოკაუტით სძლია.
ალესიო დი კირიკომ ბევრისთვის მოულოდნელად ჟოაკინ ბაკლი ასევე ნოკაუტით დაამარცხა.
პუნაჰალე სორიანომ დუშკო ტოდოროვიჩს კარიერში პირველი მარცხი აგემა და თავად დაუმარცხებლის სტატუსი შეინარჩუნა.
გიგა ჭიკაძის გუნდელმა ჟოსელინ ედვარდსმა ვუ იანანს მსაჯთა ერთსულოვანი გადაყწვეტილებით მოუგო.
კარლოს ფელიპემ დაძაბულ ბრძოლაში, მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა ჯასტინ ტაფასთან ბრძოლაში.
ასევე გაყოფილი გადაწყვეტილება დაფიქსირდა დავიდ ზავადასა და რამაზან ემეევის ბრძოლაში. გამარჯვება ემეევს დარჩა.
ვანესა მელომ სარა მორასს მოუგო (30-27, 29-28 და 29-28).
ოსტინ ლინგომ კი ჯეიკობ კილბერნს სძლია (30-26, 30-26 და 30-27).