კარლოს ალკარასი - წლის ბოლომდე ჩემი მთავარი მიზანი რეიტინგში პირველი ადგილია #1TVSPORT
კარლოს ალკარასი - წლის ბოლომდე ჩემი მთავარი მიზანი რეიტინგში პირველი ადგილია #1TVSPORT

ესპანელმა ჩოგბურთელმა კარლოს ალკარასმა განაცხადა, რომ აპირებს სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან ბრძოლას მსოფლიო რეიტინგის პირველი ადგილისთვის.

„როგორც უკვე არა ერთხელ ვთქვი, ჩვენ გველოდება მართლაც ლამაზი ბრძოლა მსოფლიო რეიტინგში ლიდერობისთვის მას შემდეგ, რაც ჯოკოვიჩი ბრწყინვალედ გამოვიდა ამერიკულ სეზონში. მე პეკინში დამატებითი მოტივაციით ჩამოვედი. როგორც უკვე ვთქვი, ეს ის არის, რაზეც ვფიქრობ ყოველ ვარჯიშზე, ყოველ ტურნირზე. ასე რომ, ჩემთვის რეიტინგში პირველი ადგილი – ერთ-ერთი მთავარი მიზანია წლის ბოლომდე“, – მოჰყავს ალკარასის სიტყვები გამოცემა Tennis World USA-ს.

ამ მომენტისთვის ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგანია, 11 795 ქულა აქვს. ალკარასი მეორე ადგილზეა 8 535 ქულით.