კარლოს ალკარასი - ილია თოფურია ჩემთვის შთაგონების წყაროა #1TVSPORT
კარლოს ალკარასი - ილია თოფურია ჩემთვის შთაგონების წყაროა #1TVSPORT

ჟურნალ „ვოგთან“ ინტერვიუში ჩოგბურთელმა კარლოს ალკარასმა განაცხადა, რომ საკუთარ სპორტს მიღმა 2024 წელს მისთვის შთაგონების წყარო ილია თოფურიაა.

„რთულია, გავცე კითხვას პასუხი, თუ ვინაა ჩემთვის შთაგონების წყარო, მაგრამ ილია თოფურიას დავასახელებ“, – განაცხადა ალკარასმა.

ესპანელმა 2024 წელს როლან გაროსისა და უიმბლდონის ტურნირები მოიგო, 21 წლის ჩოგბურთელმა ასევე ითამაშა ოლიმპიური თამაშების ფინალში, სადაც სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

რაც შეეხება ილია თოფურიას, თებერვალში მან ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. 27 წლის მებრძოლმა ქამარი ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან გამარჯვებით დაიცვა.