კარლო ანჩელოტის ვაჟი დამოუკიდებელ სამწვრთნელო კარიერას იწყებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ვაჟმა, დავიდემ ძალიან მალე, შესაძლოა, დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერს დაიწყოს, – წერს გაზეთი Marca.
33 წლის იტალიელი ერთ-ერთი კანდიდატია შვეიცარიული „ბაზელის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
დავიდე ანჩელოტი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ ფიზმომზადების მწვრთნელად იწყებდა, შემდეგ კი მამასთან ერთად მუშაობდა „ბაიერნში“, „ნაპოლიში“, „რეალსა“ და „ევერტონში“. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში მას ჰქონდა „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეთავაზება, მაგრამ უარი განაცხადა და „რეალში“ უფროსი ანჩელოტის თანაშემწედ დარჩა.
დავიდე ანჩელოტი „ბაზელში“ სეზონის დასრულების შემდეგ მივა. იტყობინებიან, რომ შვეიცარიული გუნდის ხელმძღვანელობა აპირებს ახალი პროექტის შექმნას, რაც ისევ მოუტანს „ბაზელს“ შვეიცარიაში ჩემპიონობას და მზად არის, შანსი მისცეს უმცროს ანჩელოტის.
„ბაზელი“ მეხუთე ადგილზეა შვეიცარიის ჩემპიონატში და 20 ქულით ჩამორჩება ლიდერ „იანგ ბოიზს“.