„იუვენტუსის“ მცველმა მერიჰ დემირალმა, რომელიც იჯარით „ატალანტაში“ თამაშობს, შესაძლოა, კარიერა ესპანეთში გააგრძელოს.
მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და 23 წლის თურქს ამისთვის იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს, – იტყობინება გამოცემა Fanatik.
დემირალით ასევე დაინტერესებულები არიან ინგლისური კლუბები – „ჩელსი“ და „ნიუკასლი“, აგრეთვე იტალიური „ნაპოლი“. ამასთან, „ატალანტას“ გააჩნია 27 მილიონ ევროდ ფეხბურთელის გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლება.
ამ სეზონში დემირალმა ბერგამოულ კლუბში 19 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.