ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ შეადგინა სიმბოლური ნაკრები თავისი ოცნების ფეხბურთელებისგან, რომლებსაც კარიერის განმავლობაში ავარჯიშებდა.
აღვნიშნავთ, რომ სიმბოლურში ვერ მოხვდა „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, რომელთან ერთადაც ანჩელოტის „რეალში“ უმუშავია.
იტალიელის ოცნების გუნდი ასე გამოიყურება:
ჯანლუიჯი ბუფონი, კაფუ, ტიაგო სილვა, ჯონ ტერი, პაოლო მალდინი, ფრენკ ლემპარდი, ანდრეა პირლო, ზინედინ ზიდანი, კაკა, ანდრეი შევჩენკო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
დღეს კარლო ანჩელოტი „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელია.