კარლო ანჩელოტიმ მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის სამი ფავორიტი გამოარჩია # 1TVSPORT
კარლო ანჩელოტიმ მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის სამი ფავორიტი გამოარჩია # 1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.

„უძლიერესები არიან ბრაზილიისა და საფრანგეთის ნაკრებები. შემდეგ მოდის არგენტინა. სკალონის გუნდი ისევ მწვერვალზეა. ამასთან, მათ ჰყავთ მესი და გუნდში გაშვებულია განახლების პროცესი“, – მოჰყავს იტალიელი სპეციალისტის სიტყვები გაზეთ Il Messaggero-ს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.