„ევერტონის“ იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი რვა ათასი ფუნტი სტერლინგით დააჯარიმეს.
იტალიელ სპეციალისტს ჯარიმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დააკისრა. ინციდენტი „ევერტონისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩის დროს მოხდა.
შეხვედრის არბიტრმა „ევერტონს“ გოლი არ ჩაუთვალა, რასაც კარლო ანჩელოტის ხმამაღალი პროტესტი მოჰყვა.
„ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე „ევერტონმა“ დაწერა, რომ 60 წლის იტალიელი სპეციალისტი დანაშაულს აღიარებს და ჯარიმასაც გადაიხდის.