მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაგმო რუსეთის ომი უკრაინაში.
„ძალიან უცნაურია, რომ ეს დღეს ყველაფერი ხდება, მაგრამ ეს რეალობაა. ჩვენი ცხოვრება იცვლება და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში სიტუაცია გამოსწორდება.
ჩემმა ბაბუამ მსოფლიოს პირველი ომო გადაიტანა, მამამ – მეორე. ისინი ბევრს მიყვებოდნენ. ომი – საშინელებაა. და წერტილი“, – თქვა 62 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.