„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თავისი გუნდის პარიზში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილია. ნეაპოლელები ბოლო წუთებამდე 2-1 იგებდნენ და გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვეს.
„ჩვენ თითქმის მოვიგეთ თამაში. სამწუხაროა, რომ გამარჯვება ხელიდან 93-ე წუთზე გავუშვით. ჩვენ უნდა მოგვეგო“, – ციტირებს „სქაი სპორტი“ (Sky Sport) ანჩელოტის სიტყვებს, – „ბოლო მომენტში დი მარიას შეუძლია ცხრიანში გაგიტანოს. ასე ხდება, როდესაც ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გყავს. ვფიქრობ, ნეაპოლში გასამართი მატჩი გადამწყვეტი იქნება ფლეი-ოფში გასასვლელად“.