„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ახლოს არის პოსტის დატოვებასთან, – წერს ავტორიტეტული გაზეთი „კორიერე დელო სპორტი“.
წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დაემუქრა მწვრთნელს განთავისუფლებით იმ შემთხვევაში, თუ „ნაპოლი“ სერია A-ს მეშვიდე ტურში ვერ მოუგებს „ტორინოს“. ეს შეხვედრა 6 ოქტომბერს, ტურინში გაიმართება.
იტალიის ჩემპიონატის ექვსი ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ უკვე ექვსი ქულით ჩამორჩები ლიდერ „ინტერს“, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ნეაპოლელებმა ვერ შეძლეს „გენკის“ დამარცხება.