კარლო ანჩელოტი მზად არის განიხილოს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის წინადადება #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი მზად არის განიხილოს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის წინადადება #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის აქვს შანსი, ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს.

როგორც გამოცემა UOL Esporte წერს, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის (CBF) წარმომადგენლები გეგმავენ უახლოეს პერიოდში პირადი შეხვედრა გამართონ „რეალის“ მწვრთნელთან.

ცოტა ხნის წინ ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კონტრაქტის ბოლომდე, ანუ 2024 წლის ზაფხულამდე აპირებს „რეალში“ მუშაობას. ამ სიტყვებმა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის წარმომადგენლებში პესიმიზმი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, კონფედერაციის პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგესმა დაგეგმა ესპანეთში ანჩელოტისთან შეხვედრა.

შუამავლების მეშვეობით ბრაზილიურ მხარეს მიანიშნეს, რომ ანჩელოტი მზად არის, მოისმინოს წინადადება ბრაზილიის ნაკრებში მუშაობაზე. აღნიშნავენ, რომ იტალიელის დარწმუნებაში კონფედერაციის ხელმძღვანელობას რონალდო ეხმარება, რომელსაც მწვრთნელთან ახლო ურთიერთიბა აქვს.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამოვარდნის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებიდან წავიდა ტიტე.