კარლო ანჩელოტი - მოდრიჩი კარიერას „რეალში“ დაასრულებს #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი - მოდრიჩი კარიერას „რეალში“ დაასრულებს #1TVSPORT

„რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი არ დატოვებს კლუბს და აპირებს კარიერა მადრიდში დაასრულოს. ამის შესახებ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა.

„ლუკა მოდრიჩი კარიერას „რეალში“ დაასრულებს. არ ვიცი ეს როდის მოხდება. ეს არის კლუბისა და თავად ლუკას იდეა. მოდრიჩს არ ექნება კონტრაქტის გაგრძელების პრობლემა. მე მას პაოლო მალდინის ვადარებ“, – მოჰყავს ანჩელოტის სიტყვები ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს.

36 წლის მოდრიჩის კონტრაქტი „რეალთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მადრიდში ხორვატი 2012 წლიდან თამაშობს.