მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე, – ამის შესახებ დაწერა ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერის პრესსამსახურმა.
იტალიელი სპეციალისტი ვერ შეძლებს გუნდის ხელმძღვანელობას ლა ლიგას უახლოეს მატჩში „სელტას“ წინააღმდეგ, რომელიც 2 აპრილს გაიმართება. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ არის ანჩელოტის ყოფნა 6 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩზე „ჩელსის“ წინააღმდეგ.