მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კლუბის თავდამსხმელის, ენდრიკის შესახებ ისაუბრა.
„ენდრიკი მოკრძალებული ბიჭია, ცოტას ლაპარაკობს და ძალიან ბევრს მუშაობს. ის სასტარტო შემადგენლობაში ერთ-ერთ მომდევნო მატჩში გამოჩნდება. ენდრიკს უდაოდ დიდი მომავალი აქვს“, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ხელი მოაწერა კონტრაქტს „რეალთან“, როდესაც ის 16 წლის იყო. ხელშეკრულება ექვს წელზეა გათვლილი. კლუბმა ენდრიკში 72 მილიონი ევრო გადაიხადა. ენდრიკი გახდა „რეალის“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა. ეს „შტუტგარტთან“ მატჩში მოხდა – მეორე ტაიმის დამატებული დროის მეხუთე წუთზე ბრაზილიელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (3:1).