კარლო ანჩელოტი დაღლილობის ფონზე „რეალში“ თავის მომავალზე დაფიქრდა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ესპანურ კლუბში თავის მომავალზე დაფიქრდა. ამის შესახებ დაწერა გამოცემა The Athletic-მა.
უფრო ადრე იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ არ გეგმავს ამ სეზონის შემდეგ პოსტის დატოვებას.
წყაროს ცნობით, ანჩელოტიმ თავის მომავალზე ფიქრი დაღლილობის გამო დაიწყო, რაც „რეალში“ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ დაუგროვდა. ასევე მწვრთნელზე გავლენას ახდენს პრესაში გავრცელებული ინფორმაციები კლუბის შიდა წყაროებიდან, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მის მომავალს.
გარდა ამისა, ანჩელოტიმ კარგად იცის „რეალის“ კონტაქტების შესახებ „ლევერკუზენის“ მთავარ მწვრთნელთან, ჩაბი ალონსოსთან, რომელიც იტალიელის შეცვლის მთავარ კანდიდატად სახელდება.
ასევე ანჩელოტიზე გავლენას ახდენს მისი ვაჟისა და ასისტენტის დავიდე ანჩელოტის მომავალი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, რომ ეს სეზონი ბოლო იქნება მისთვის მადრიდულ კლუბში. თუ ის ამ ზაფხულს მართლაც წავა „რეალიდან“, ეს იქნება სერიოზული დარტყმა უფროსი ანჩელოტისთვის როგორც პროფესიული, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
ყველა ეს გარემოება აიძულებს კარლო ანჩელოტის, დაფიქრდეს კლუბში თავის სტატუსზე და სამომავლო ნაბიჯებზე. მაგრამ „რეალის“ ხელმძღვანელობაში ჯერ ისევ დარწმუნებულნი არიან, რომ ანჩელოტის დარჩენა სურს.